მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 02.07.2018
ნანახია: 4053

მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი - ედუარდი დაქორწინდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი შვილი აშშ-ში, ნიუ იორკში დაქორწინდა. ქორწილს სააკაშვილიც ესწრებოდა. მან რძლის ვინაობასთან დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ის ეთნიკური ებრაელი, უპასუხა, რომ ასეა და მისი შვილის მეუღლე ძალიან კარგი ოჯახიდანაა. 

„ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო. რომ ახლა ვიმყოფები აშშ-ში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის ქორწილს, ედუარდის. გუშინდელივით მახსოვს მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ იორკში, პიროვნული განწყობა აქ კარგია, ვერანაირი პროკურატურით ამ განწყობას ვერავინ  გამიფუჭებდა.კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს სადაური წარმოშობისაა“,- გაანაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ედუარდი 23 წლისაა. მან განათლება აშშ-ში, სუორტ-მორის კოლეჯში მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე