ჭიათურაში მამაკაცი ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოყვა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 29.06.2018
ნანახია: 765

ჭიათურაში კარიერზე ქვიშა ჩამოიშალა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოყვა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე