აშშ-მა შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დატოვოს

საქართველო, თბილისი - 16:12 | 29.06.2018
ნანახია: 761

აშშ-მა შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დატოვოს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარტნიორებს ორგანიზაციიდან თავიანთი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

ტრამპმა თავის ხელქვეითებს  უკვე არაერთგზის განუცხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ თავასი უარყოფითი დამოკიდებულბის შესახებ.

„არ ვიცი ამ დრომდე რატომ ვართ ამ ორგანიზაციაში“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მრჩევლები თავის მხრივ ტრამპის გადარწმუნებას ცდილობენ და ახსენებენ, რომ 1995 წლიდან აშშ-მა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელების 85,7 პროცენტი მოიგო (საშუალო მსოფლიო მაჩვენებლი 84,4 პროცენტს შედგენს).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე