ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 29.06.2018
ნანახია: 818

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა.

ავარიის შედეგად მოზარდმა გონება დაკარგა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათი ცნობით, ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე