პუერტო რიკო, შესაძლოა, ამერიკის 51-ე შტატი გახდეს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 29.06.2018
ნანახია: 1903

 

ამერიკის კონგრესი 51-ე შტატის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. კუნძულის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია ვაშინგტონთან შეერთებაზე ოცნებობენ, ეს უკვე გამარჯვებაა. თუმცა ექსპერტები დოკუმენტის პერსპექტივას ბუნდოვანს უწოდებენ, პუერტო რიკოს ეკონომიკის კრიზისის გამო.

დოკუმენტი აშშ-ის პარლამენტის საიტზეა განთავსებული.

ამ მომენტისთვის კარიბის ზღვაში მდებარე ეს ულამაზესი კუნძული აშშ-ის არაინკორპორირებულ ტერიტორიად მიიჩნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ კუნძულის ადმინისტრაციულ მმართველობას ამერიკის ხელისუფლება ახორციელებს. მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ის აშშ-ის განუყოფელ ნაწილს არ წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ პუერტორიკოელები დაბადებიდან აშშ-ის მოქალაქეებად ითვლებიან, მათ არ შეუძლიათ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა, ამერიკის კონგრესში კი კუნძულს მხოლოდ ერთი დეპუტატი წარმოადგენს და ისიც ხმის უფლების გარეშე.

სწორედ ეს დეპუტატი ჯენიფერ გონსალეს კოლონია პუერტო-რიკოს ამერიკის 51-ე შტატად აღიარების დოკუმენტის ავტორი.

 „ეს პირველი ნაბიჯია, რათა დაიწყოს სერიოზული დისკუსია, რათა გაირკვეს პუერტო-რიკოს საბოლოო პოლიტიკური სტატუსი, - განაცხადა გონსალესმა NBC-თან ინტერვიუში.

გასულ წელს კუნძულზე გაიმართა რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველთა 97 პროცენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ში გაერთიანებას. ვაშინგტონის მხრიდან კი  რეფერენდუმის იქით საქმე არ წასულა. პუერტო-რიკოს ეკონომიკა ღრმა კრიზისს განიცდის, ამიტომ აშშ-სთვის სტატუს-ქვოს შეცვლა მომგებიანი არ არის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე