მელანია ტრამპი არიზონაში მიგრანტი ბავშვების ცენტრში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 29.06.2018
ნანახია: 910

 აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი არიზონაში  მიგრანტი ბავშვების ცენტრში ჩავიდა. ამის შესახებ  CNN-ი იუწყება.

 „მას სურს, რომ ბავშვებმა, რომლებიც ასეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, სათანადო მზურნველობა მიიღონ“, - განაცხადა პირველი ლედის წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა. „პირველ ლედის ესმის, ეს რამდენად რთული საკითხია“, - დაამატა მან.

მანამდე მელანია ტრამპი ტეხასში არალეგალი მიგრანტების ცენტრში უკვე იმყოფებოდა.

CNN-ი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს მიგრაციულ კრიზისს გაუმკლავდეს. არალეგალი მიგრანტების ოჯახების განცალკევების პოლიტიკის მწვავე კრიტიკის შემდეგ ტრამპმა მშობლებისა და შვილების დაშორების აკრძალვას ხელი მოაწერა, ახლა ამისთვის აუცილებელია კონგრესის თანხმობის მიღება.

კონსერვატორები და კონგრესში დემოკრატების წარმომადგენლები  დარწმუნებულნი არიან, რომ მიგრაციასთან საბრძოლველად აუცილებელი მკაცრი ზომების გატარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე