ვულკანის გააქტიურების გამო კუნძულ ბალის აეროპორტში 450 რეისი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 29.06.2018
ნანახია: 719

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე საერთაშორისო აეროპორტი ვულკან აგუნტის გააქტიურების გამო დაიხურა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

გაუქმდა 450 რეისი, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით გეგმების შეცვლა 75 ათას ადამიანს მოუწევს.

აგუნტიდან კვამლის ამოსვლა ორი დღის წინ დაიწყო. ფერფლისა და კვამლის სიმაღლემ 2,5 კმ-ს მიაღწია. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარმა ფერფლი შესაძლოა მჭიდროდ დასახლებულ იავის რაიონისკენ გადაიტანოს.

 ამის მიუხედავად, ხელისუფლებას საფრთხის უმაღლესი დონე არ გამოუცხადებია.

აგუნტმა აქტიურობა გასულ წელს გამოავლინა. მაშინაც დაიხურა აეროპორტი და მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა. თუმცა წლის დასაწყისში ვულკანი დამშვიდდა.

1963 წელს აგუნტის ამოფრქვევამ ათასზე მეტი ადამიანი იმესხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე