გუდაურში ტვირთამწის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 29.06.2018
ნანახია: 774

გუდაურში ტვირთამწის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დემონტაჟის დროს, ტვირთამწეს დეტალი მოწყდა და მას დაეცა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპულს ცოლი და 3 შვილი დარჩა. ის გუდაურში ორი კვირის წინ დასაქმდა.

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, შემთხვევა გუდაურის შესასვლელთან მოხდა, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია "ფერი", მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტს - კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე