გაზეთ Capital-ის ოფისზე თავდასხმის მიზეზი, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა პირადი შურისძიება იყო

საქართველო, თბილისი - 10:57 | 29.06.2018
ნანახია: 668

ამერიკის მერილენდის შტატშის ქალაქ ანაპოლისში გაზეთ Capital-ის ოფისზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა პირადი შურისძიება გამხდარიყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს თავდამსხმელმა ჯეროდ უორენ რამოსმა სასამართლოში თანამშრომლებს უჩივლა და ისინი ცილისმწამებლური სტატიის გამოქვეყნებაში დაადანაშულა, რომელიც უორენის აზრით, მის მიმართ იყო მიმართული. ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ, 2015 წელს უორენის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.  

ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე