გერმანული ხომალდი საკუთარ რაკეტას ემსხვერპლა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:35 | 28.06.2018
ნანახია: 878

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია გერმანულ ფრეგატზე მომხდარი აფეთქება.

ინციდენტი ნორვეგიის სანაპიროსთან გერმანიის სამხედრო სწავლების დროს F124 Sachsen-ის ტიპის გემზე მოხდა. ამერიკული წარმოების საზენიტო რაკეტამ გამშვები დანადგარი არ  დატოვა და სასტარტო ბუდეში დაიწვა. ამის შემდეგ გემს ცეცხლი მოედო.

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელების განცხადებით, რაკეტა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე შეამოწმეს და მისი ტექნიკური მდგომარეობა შეაფასეს, როგორც „იდეალური“. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხომალდმა „საქსონიამ“ სერიოზული დაზიანებები მიიღო.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე