ელისაბედ მეორე შეუძლოდაა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 28.06.2018
ნანახია: 710

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შეუძლოდაა. ამის გამო ის წმინდა პავლეს ტაძარში წირვას ვერ დაესწრება.

სამეფო სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მის უმაღლესობას წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის ორდენის 200-წლისთავისადმი მიძღვნილ წირვაზე კენტის ჰერცოგი წარადგენს.  

ელისაბედ მეორეს აპრილში 92 წელი შეუსრულდა. ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მონარქია. მისი მმართველობის ხანგრძლივობა კი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში რეკორდულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე