მწვანე ქურთუკი, რომელიც მელანია ტრამპს ეცვა, ათჯერ გაძვირდა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 28.06.2018
ნანახია: 1002

ქურთუკი, რომელიც ამერიკის პირველ ლედის მელანია ტრამპს მიგრანტი ბავშვების სპეციალურ ცენტრებში ჩასვლის დროს ეცვა, ინტერნეტ-აუქციონებზე ათჯერ გაძვირდა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

მელანია ტრამპი გასულს კვირას მშობლებს დაშორებული მიგრანტი ბავშვების ცენტრებში იმყოფებოდა. მისმა Zara-ს მარკის ქურთუკმა, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰიქნდა“მე ეს არ მადარდებს“თქვენ?“ დიდი ხმაური გამოიწვია. მელანია ტრამპის წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ქურთუკია და მასზე დატანილი პრინტი არანაირ ფარულ ჩანაფიქრს არ მოიცავს.

Zara-ს ქსელში ეს მოდელები 39 დოლარად უკვე გაყიდულია, მათ ვინც მისი შეძენა მოასწრეს, შეუძლიათ კარგად გამოიმუშაონ. EBay-ის ონლაინ-აუქციონზე ორი ასეთი ქურთუკი შესაბამისად 895 და 610 დოლარად იყიდება. ეს ჯერ კიდევ საბოლოო ფასები არ არის. აუქციონის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა. პროდუქციის აღწერაში ნათქვამია, რომ მათმა მფლობელებმა ისინი ორი წლის წინ შეიძინეს.

გასულ სამშაბათს ასეთი ქურთუკი EBay-ს აუქციონზე 500 დოლარად გაიყიდა. ამასთან სხვა ონლაინ-მაღაზიებმა ასეთივე წარწერების მქონე მაისურების გაყიდვა დაიწყეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე