თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით გერმანელი მომღერალი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 28.06.2018
ნანახია: 961

ქურთული წარმოშობის გერმანელი  მომღერალი და რეჟისორი ჰოზან კანე (ნამდვილი სახელი საიდე ინაჩი) თურქეთში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. ამის შეხახებ Deutsche Welle იტყობინება.

47 წლის ქალი ედირნეს პროვინციაში  პროქურთული პარტიის ღონისძიებაზე დააკავეს.

მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ქურთთა მუშათა პარტიის სასარგებლოდ ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, თურქეთის ხელისუფლება ჰოზან კანეს ფილმის ერთ-ერთი სეცნის გამო ედავება, სადაც ის ქურთთა მუშათა პარტიის პარტიზანებთან ერთად იმყოფება. ფილმის რეჟისორი თავად ჰოზანია და ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს.

ფილმში „74-ე გენოციდი სინჯარში“ მოთხრობილია გენოციდის შესახებ, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში იეზიდების წინააღმდეგ მოაწყო. ერთ-ერთ ფოტოზე ჰოზანს ხელში იარაღიც უჭირავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე