მამაკაცი 18 წლის განმავლობაში კოლეგებს მომაკვდინებელი შხამით წამლავდა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 28.06.2018
ნანახია: 691

გერმანიის ქალაქ შლოს-გოლ-შტუკენბროკში დააკავეს ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი, რომელიც 18 წლის განმავლობაში კოლეგებს საჭმელში მომაკვდინებელ შხამს უყრიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სავარაუდო მკვლელზე პილიციელები შემთხვევით გავიდნენ. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ თავის სადილში უცნაური ფრაგმენტები აღმოაჩინა. მამაკაცმა საწარმოს დაცვის წევრებს მიმართა, რომელმაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გახსნეს, სადაც დაინახეს ერთ-ერთი თანამშრომელი როგორ ყრიდა თეთრ ფხვნილს სხვის კერძში.

ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ დამნაშავე მსხვერპლის მოსაწამლად იყენებდა ძლიერმოქმედ შხამს, რომელიც შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევდა.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ საწარმოს ხლმძღვანელობამ გაიხსენა, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი თანამშრომელი მოულოდნელად გარდაიცვალა. მათი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა ან კიბო სახელდებოდა. თავად დამნაშავე თავის ქმდებების ახსნაზე უარს ამბობს. დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე