საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 28.06.2018
ნანახია: 814

გერმანიის ქალაქ ბრემენში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქებას  სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი დილით მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის ბავშვი.

ამ მომენტისთვის აფეთქების მიზეზი დაუდგენელია, პოლიციამ მიმდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე