ნიკა მელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 28.06.2018
ნანახია: 1007

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ნიკა მელია პროკურატურაში დაბარებას მის მიერ, პოლიციელების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირებს.

მისი განცხადებით, 11 ივნისს პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ის თანამოაზრეებთან ერთად, პოლიციელებმა უფლებამოსილების გადამეტებით დააკავეს. მისივე თქმით, სამართალდამცველებს მისი, როგორც პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.

როგორც მელიამ აღნიშნა, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ შეიტანა სარჩელი და მისი ინფორმაციით, მოკვლევა 9 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს.

ის პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასაც აკისრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე