თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 12 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:47 | 28.06.2018
ნანახია: 703

თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლომ  12 ადამიანი დააკავა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერდოღანის მთავარი კონკურენტის მუჰარემ ინჯეს მხარდასაჭერ მრავალათასიან მიტინგზე რეჯებ ტაიპ ერდოღანის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ.

დაკავებულებს უმაღლესი თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენეს.

თურქეთის კანონების თანახმად, პრეზიდენტის შეურაცხყოფა ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას. ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ამ მუხლს ერდოღანის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.

თურქეთში 24 ივნისს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა ხმების 52,6 პროცენტი  მოაგროვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე