ბათუმში მე-4 სართულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 28.06.2018
ნანახია: 810

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან მამაკაცი გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ფანჯრის გაღების დროს გადმოვარდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე