მიხეილ სააკაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 28.06.2018
ნანახია: 782

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 28 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. 

სააკაშვილის ადვოკატმა 2018 წლის 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა.

ცნობისთვის, სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჰქონდა ბრალი წაყენებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე