სინოპტიკოსები საქართველოში ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ

საქართველო, თბილისი - 11:05 | 28.06.2018
ნანახია: 945

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან. დღეს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აიწევს.

კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთისა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.

რეკორდული სიცხეები 3 ივლისამდე შენარჩუნდება, ამის შემდეგ უკვე სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ, თუმცა ტემპერატურის მხოლოდ მცირედით ცვლილებაა მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე