მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი ჭურჭელი იწვევს კიბოს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 27.06.2018
ნანახია: 2269

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმად, ტეფლონის ჭურჭელში, წყალგამძლე ტანსაცმელში და ლაქების მიმართ მდგრად ხალიჩებში არსებული მიკროსკოპული ნაწილაკები შესაძლოა, საკვებთან ერთად ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს და კიბო გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

პერფტოროქტანური მჟავა (PFOA) გამოიყენება მიწვის საწინააღმდეგო საფარით დაფარული (ტეფლონი) ჭურჭლის დამზადების დროს, ასევე ცეცხლგამძლე, წყალგამძლე და ჭუჭყგამძლე მასალების წარმოებისას.

ეს ნივთიერება ფლობს ტოქსიკურ და კანცეროგენურ თვისებებს. დამტკიცებულია, რომ ის ზრდის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარების რისკს, ასევე იწვევს უნაყოფობას.

ამის გარდა, PFOA იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს, ნაწლავების ანთებას და არღვევს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.

ადამიანი შესაძლოა დაექვემდებაროს პერფტოროქტანური მჟავის ზემოქმედებას ტეფლონის ქვაბებისა და ტაფების ხელახლა გაცხელების ან მათი დაზიანების შემთხვევაში.

გადაგდებული ტეფლონის ჭურჭელი ასევე შესაძლოა, გარემოსთვის სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან PFOA-მ შესაძლოა ნიადაგში ან სუფთა წყალში შეაღწიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე