ბაქოში გია ყანჩელის საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 02.12.2015
ნანახია: 1860

აზერბაიჯანში მუსლიმ მაგამაევის სახელობის ფილარმონიაში, გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

როგორც აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ საღამოში მონაწილეობა მიიღო მინისტრმა აბულფას გარაევმა, აზერბაიჯანის კომპოზიტორთა გაერთიანების წარმომადგენელმა ფირანგიზ ალიზადემ, ბაქოს მუსიკალური აკადემიის რექტორმა ფარხიდ ბადალბეილიმ და ასევე სხვა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა.

თავის გამსვლაში ფირანგის ალიზადემ მაყურებელს მოუთხრო ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების შესახებ და აღნიშნა რომ ყანჩელი ნაწარმოებებს ქმნის სხვადასხვა ჟანრში.

ბაქოს მუსიკალური აკადემიის რექტორმა ფარხიდ ბადალბეილიმ განაცხადა, რომ ყანჩელის შემოქმედება აღიარებულია მთელს მსოფლიოში. მან ყანჩელს ბაქოს მუსიკალური აკადემიის საპატო დოქტორის დიპოლომი გადასცა.

თავის მხრივ გია ყანჩელმა, ღონისძიებაზე, აზერბაიჯანული მუსიკის მდიდარ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას უამბო, ისეთ გამოჩენილ აზერბაიჯანელ კომპოზიტორებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ როგორებიც იყვნენ კარა კარაევი და ტოფიკ კულიევი.

კომპოზიტორმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს იუბილის აღნიშნისათვის და ყურადღებისათვის.

საღამო დაასრულა საკონცერტო პროგრამამ, სადაც შესრულებუ იქნა გია ყანჩელის ნაწარმოებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე