ქალებისთვის საშიში ქვეყნების ათეული გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 27.06.2018
ნანახია: 981

Thomson Reuters Foundation-მა გამოაქვეყნა ქვეყნების ათეული, სადაც ცხოვრება ქალებისთვის ძალიან საშიშია.

550 ექსპერტის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამ ქვეყნებში ქალები აწყდებიან დიდ რისკებს ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში, დისკრიმინაციას, უფლებების დარღვევას, ასევე სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას.

პირველი ადგილი ინდოეთმა დაიკავა, აქ განსაკუთრებით მაღალი სექსუალური ძალადობის რისკი ქალების მიმართ, ასევე ადამინებით ვაჭრობა, ოჯახში ძალდატანებითი მუშაობა, იძულებითი ქორწინება და სექსუალური მონობა.

ინდოეთში ქალებს არ აქვთ სამედიცინო დახმარების სრულფასოვნად მიღება, განიცდიან დისკრიმინაციას სამსახურში, ვერ გამოიმუშავებენ ცხოვრებისთვის მინიმალურ გასამრჯელოს, არ აქვთ განათლების მიღებისა და ნორმალური კვების შესაძლებლობა. აღნიშნულია, რომ შვიდი წლის წინ ინდოეთი ამ კვლევის მიხედით მეოთხე ადგილზე იყო.

ათეულში ასევე მოხვდნენ ავღანეთი, სირია, სომალი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იემენი,  ნიგერია და აშშ.

აშშ რეიტინგში მეათეა ადგილზე მოხვდა და დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საშიშია. რეიტინგში ამერიკის მოხვედრა განაპირობა 2017 წელს ქალთა წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის გახმაურებულმა ფაქტებმა და  #Metoo-ს  მოძრაობამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე