აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 27.06.2018
ნანახია: 853

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი დაიღუპა.

ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, მან სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

დაღუპულები თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან. 

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე