ნიდერლანდების პარლამენტმა ფარანჯის ტარება აკრძალა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 27.06.2018
ნანახია: 740

ნიდერლანდების პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში კრძალავს ტანსაცმლის ტარებას, რომელიც სახეს ფარავს. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი პალატის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ აკრძალვა იმოქმედებს სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პარლამენტის ქვედა პალატამ 2016 წლის ნოემბერში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სახის დამფარავი ტანსაცმლის ტარებას კრძალავს, მათ შორის ბურკებისა და ნიქაბების.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე