ინვესტორებს Facebook-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მარკ ცუკერბერგის გათავისუფლება სურთ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 27.06.2018
ნანახია: 817

Facebook-ის მსხვილი ინვესტორები, რომლებიც ერთობლივად ფლობენ კომპანიის 3 მლრდ დოლარის ღირებულების აქციებს, სურთ, რომ მისმა დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თანამდებობა დატოვოს და კომპანიის უფლებამოსილება ჩამოერთვას. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

გამოცემის თანახმად, Facebook-ის ინვესტორები უკმაყოფილონი არიან ცუკერბერგის მიერ სოციალური ქსელის მმართველობით. მათი თქმით, ისინი 2012 წლიდან, კომპანიის ბაზარზე გასვლის შემდეგ ასე აღშფოთებულნი არასდროს ყოფილან. რამდენიმე სკანდალის შემდეგ აქციების მფლობელების იმედგაცრუება სულ უფრო და უფრო გაიზარდა.

უკმაყოფილო ინვესტორები ამ პრობლემებს Facebook-ის მართვაში ხედავენ. მათი აზრით, პრობლემებზე სათანადოდ რეაგირება არ მომხდარა, რადგან კომპანიის კორპორატიული სტრუქტურა ცუკერბერგს ხელშეუხებელს ხდის, რადგან მას აღმასრულებელი დირექტორისა და მმართველის წარმომადგენლის როლი აკისრია.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ მმართველი საბჭოს სტრუქტურასთან დაკავშირებით. რომელთან საბრძოლველადაც კომპანია არ არის მზად, რამაც შესაძლოა რისკებამდე მიგვიყვანოს: რეპუტაცია და ა.შ." - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა აქციონერმა სკოტ სტინგერმა.

ინვესტორები ღიად ითხოვენ, რომ ცუკერბერგი თანამდებობიდან წავიდეს და მის ნაცვლად დაინიშნოს დამოუკიდებელი, დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე