ელისაბედ მეორემ „Brexit“-ის შესახებ კანონი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 26.06.2018
ნანახია: 705

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „Brexit"-ის შესახებ და მას კანონის სტატუსი მიანიჭა.  

ახალი კანონი გამოყენებას დაიწყებს 2019 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის ევროკასვშირიდან გამოსვლის შემდეგ. 

„მე უნდა ვაცნობო თემთა პალატას, რომ სამეფო მხარდაჭერის კანონის თანახმად, მისმა უდიდებულესობამ მისცა სამეფო თანხმობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ," - განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ.

ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტის სამთავრობო ვარიანტი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის წევრობიდან გასვლის შესახებ, 20 ივნისს. ლორდებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს ჩვეულებრივი უმრავლესობით, ხმის მიცემის ჩატარების გარეშე. რამაც ბოლო მოუღო მცდელობას დოკუმენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 

ადრე პარლამენტარები, ძირითადად ლორდთა პალატებში, ცდილობდნენ შეერბილებინათ კანონპროექტის დებულება და „Brexit“-ის პირობები. გარდა ამისა თავიდანვე ნათელი იყო, რომ  დოკუმენტი მიღებული იქნებოდა მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სახით, რადგან ტერეზა მეის კაბინეტს, რომელიც მხარს უჭერდა "მკაცრი Brexit“-ის  პოლიტიკას, თემთა პალატის მხარდაჭერა აქვს, რომელსაც დიდი გავლენა აქცს კანონის მიღებაში.

„Brexit“-ის შესახებ კანონპროექტის ყველაზე მთავარ დებულებას წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ევროპული გაერთიანების კანონის მოქმედებების აკრძალვა, რომელიც ძალაში შევიდა გაერთიანებულ სამეფოში 1972 წლიდან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე