32 დაშავებული - ძლიერი აფეთქება სამხრეთ კორეაში

საქართველო, თბილისი - 15:12 | 26.06.2018
ნანახია: 750

32 ადამიანი დაშავდა სამხრეთ კორეის ქალაქ სეჯონში მშენებარე ნაგებობაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, სერომ-დონის რაიონში აფეთქების ხმა გაისმა და შავი კვამლი ვულკანივით ამოიფრქვა.

მედიის ცნობით, აფეთქება  მშენებარე მიწისქვეშა ავტოსადგმოზე მოხდა. მომხდარის გარემოებები დგინდება.

დაშავებულთა შორის 12 ჩინეთის მოქალაქეა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე