თუ პარიკს ატარებ, არ იყარო კენჭი არჩევნებზე - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 26.06.2018
ნანახია: 721

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მათ, ვინც ატარებს ხელოვნურ თმას, ჯობს კენჭი არ იყარონ პრეზიდენტის არჩევნებში. გარდა ამისა, პრეზიდენტმა საკუთარი თმის განსაკუთრებულობითაც დაიტრაბახა.

როგორც Fox News-ი იუწყება, ტრამპი მომხრეების წინაშე სამხრეთ კალიფორნიაში სიტყვით გამოვიდა.  სმან აღნიშნა, პარიკის ტარებაში ბევრმა დაადამაშაულა. ახლა კი ბოროტი ენები გაჩუმდნენ, რადგან პრეზიდენტმა უკვე გამოიარა ქარში და ამის მიუხედავად თმები ძველებურად თავზე დარჩა.

„თუ ეს შენი თმა არაა, მაშინ არ წახვიდე არჩევნებზე“ - ხაზი გაუსვა ტრამპმა და გაიხსენა თუ როგორ შეწუხდა იუმორისტული გადაცემის წამყვანი ჯიმი ფელონი, როდესაც მის თმებს შეეხო და დარწმუნდა რომ ამერიკის ლიდერს თავზე პარიკის ნაცვლად ნამდვილი თმა ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე