მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის გაქურდვა სცადეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 26.06.2018
ნანახია: 953

თბილისში, მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიის გაქურდვა სცადეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება ადგილზევე შეძლეს. დამნაშავე პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის მოპარულ ნივთებს ავტომობილში ალაგებდა. 

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე