ამსტერდამში De Telegraaf-ის რედაქციის შენობაში ფურგონი შევარდა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 26.06.2018
ნანახია: 805

ამსტერდამში ფურგონი გაზეთ De Telegraaf-ის რედაქციის შენობას დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ გამოცემის საიტზე განთავსებულ ინოფრმაციაშია ნათქვამი.

 „ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ეს თავდასხმა იყო. ჩვენი შეშინების უფლებას არავის მივცემთ“, - აღნიშნავს გაზეთის რედაქტორი პოლ იანსენი.

მედიის ცნობით, ფურგონი შენობაში დიდი სიჩაქარით შევარდა. დაჯახების შედეგად მანქანა აფეთქდა და მთლიანად დაიწვა.  ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე