ტრამპმა ცოლთან ურთიერთობაზე ისაუბრა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 26.06.2018
ნანახია: 668

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ასეთი კარგი ურთიერთობა ადრე არასდროს ჰქონია.

„ჩვენ ერთმანეთს ასე კარგად არასდროს ვეწყობოდით, როგორც ახლა. არასდროს არ გვქონია ასეთი ურთიერთობა, როგორც დღეს. და არასდროს არ გვქონია გამოკითხვის ასეთი მაღალი შედეგები, როგორც ახლა“, - განაცხადა ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში თავის მომხრეებთან შეხვედრისას.

მან მედია გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, იმ დროს, როდესაც მისმა მეუღლემ თირკმელების ოპერაცია გადაიტანა, წერდნენ, რომ თითქოს მელანიამ სახის კანი გადაიჭიმა და თითქოს მან ქმარი მიატოვა და ნიუ იორკში გადავიდა. თავის გამოვსლაში ამერიკის პრეზიდენტმა მელანიას გემოვნება და ჭკუა განსაკუთრებულად აღნიშნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე