თბილისში ორ უცხოელს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 10:36 | 26.06.2018
ნანახია: 1112

თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაზარალებულთაგან ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე შედარებით მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი დაზარალებულის, საუდის არაბეთის მოქალაქის თქმით, თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მას ქვაც ესროლა.

საუდის არაბეთის მოქალაქე საქართველოში უკვე ერთი წელია ცხოვრობს, მისი მეგობარი, ამერიკის მოქალაქე კი ექვსი წელია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე