ასპინძაში ტრაილერი გადაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 16:48 | 25.06.2018
ნანახია: 774

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორთან, შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად 58 წლის მძღოლი დაშავდა.

ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განნცხადებით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, უტარდება გამოკვლევები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე