ირლანდიაში ავტომობილმა ქვეითებს გადაუარა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 25.06.2018
ნანახია: 732

ავტომობილმა ირლანდიის  ქალაქ დუბლინში ეკლესიასთან ქვეითებს გადაუარა, დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი.

როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება. მძღოლმა საჭესთან გონება დაკარგა, რის შემდეგაც მართვის გარეშე დარჩენილი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ეკლესიაში დამკრძალავი ცერემონია მიმდინარეობდა.

პოლიციის ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე