წეროვანში მომხდარი ავტოავარიისას ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 25.06.2018
ნანახია: 867

წეროვანში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებულებიდან ერთი პირი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთის სამედიცინო ცენტრში დაუდასტურეს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის მამაკაცია. 

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.

ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. 11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე