კახა სირაძე აღიარებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეთა ნაწილი არ დაუკითხავთ

საქართველო, თბილისი - 14:38 | 25.06.2018
ნანახია: 828

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს აინტერესებთ, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკითხეს თუ არა ის მოწმეები, რომლებიც მედიასთან მიცემულ კომენტარში ამბობდნენ, რომ დაინახეს, რაც მოხდა.

ამ კითხვით შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლებს ჯერ ირაკლი აბესაძემ მიმართა და ინიციალებითაც დააკონკრეტა, ვისზე იყო საუბარი. თუმცა, მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. ამის შემდეგ კი იგივე კითხვით უკვე კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძემ, მიმართა და სთხოვა, გაეხსენებინა, დაკითხეს თუ არა სწორედ ის პირები, რომლებიც ინტერვიუში ამბობენ, რომ დაინახეს, რა მოხდა.

„საქმეში ამ ორი ადამიანის ჩვენება არ არის და ბატონი ირაკლი გეკითხებათ, რომ ეს ხალხი დაკითხული იყო და საქმეში მათი ჩვენება არ არის, თუ არ იყო დაკითხული, თუ არ იყო დაკითხული, რატომ არ იყო დაკითხული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კახა სირაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას შეცვლიდა აღნიშნული მოწმეების დაკითხვა.

„რას შეცვლიდა ისეთს ან თუ დაიკითხებოდა, იმავე დღეს არ დაიკითხებოდა, რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხებოდა. რას მისცემდა ისეთ რაღაც გარემოებებს, რაც ძიების მიმდინარეობისას ცნობილი არ გახდებოდა ან რაღაცას შეცვლიდა,“ - განაცხადა სირაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე