ჯონი დეპი გაკოტრების პირასაა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 25.06.2018
ნანახია: 1122

ჯონი დეპს მრავალმილიონიანი ვალი დაუგროვდა და ის გაკოტრების პირას იმყოფება. ჰოლივუდის მსახიობი ამჟამად 14 საცხოვრებელ სახლს ფლობს და კერძო თვითმფრინავის ფრენებისთვის რეგულარულად უამრავ ფულს ხარჯავს.  

მედიის ცნოიბით, 30 ათას დოლარს ყოველთვიურად ალკოჰოლურ სასმელში ხარჯავს. დღეისათვის მსახიობს სასამართლო დავა აქვს კომპანია TMG-თან, რადგან მისი თქმით, ის ჯონი დეპს ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა და მსახიობისგან მალულად მის დას 7 მლნ დოლარს უხდიდა.

თუმცა სხვა წყაროების ცნობით, დეპმა თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცოდა. TMG-ის წარმომადგენლებმა საპასუხო სარჩელი შეიტანეს 55 წლის მსახიობის მიმართ, ამიტომ ჯონი დეპი ეჭვობს, რომ საქმეს მოიგებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე