ტყის ხანძრების გამო კალიფორნიაში სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 25.06.2018
ნანახია: 747

კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ სპრინგ-ველიდან სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა ტყის ხანძრების გამო. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძრები მესამე დღეა მძვინვარებს. ამ დროის განმავლობაში განადგურდა ათობით ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიც. სპეციალისტების თქმით, ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 230 მეხანძრე, რომლებიც სპეციალურ ტექნიკას იყენებენ, მათ შორის ვერტმფრენებსაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე