არგენტინელი მწვრთნელი ნაკრებიდან მესის გაძევებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:27 | 25.06.2018
ნანახია: 1707

ცნობილი ტრენერი რიკარდო კარუსო ლომბარდი არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის მწვავედ აკრიტიკებს. მისი აზრით, მესიმ გასულ ორ მატჩში ცუდად მიზანმიმართულად ითამაშა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ორი ტურის მიხედვით, ეროვნულმა ნაკრებმა პლეი-ოფში გადასვლა ჯერ კიდევ ვერ გაინაღდა და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშეა.

 „მესიმ შვიდი ტრენერი „შეჭამა“. ვფიქრობ, მან მიზანმიმართულად ითამაშა ცუდად, რათა ხორხე სამპაოლოს წასვლა აიძულოს. მესი უნდა გააგდონ ნაკრებიდან“, - განაცხადა არგენტინული კლუბის Marca-ს მწვრთნელმა.

როგორც ლომბარდი ამტკიცებს, მესისთვის ყველაფერი სულერთია.

არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

26 ივნისს არგენტინა ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით ტურში ნიგერიის გუნდს ხვდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე