საუდის არაბეთში მძღოლი ქალები პირველად გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 11:06 | 25.06.2018
ნანახია: 773

საუდის არაბეთში ქალები თავიანთი ავტომობილებით ქუჩებში პირველად გამოვიდნენ. ქალებისთვის მანქანების მართვის უფლების ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

ქუჩებში გამოჩნდა ასობით მძღოლი ქალი. ამ დღეს ქვეყანაში ისტორიული უწოდეს.

2017 წელს საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ას-საუდმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ქალებს 2018 წლიდან მართვის მოწმობის აღებისა და ავტომობილის მართვის უფლება ეძლევათ.

საუდის არაბეთში ქალებს საჭესთან ჯდომა 1990 წლიდან ეკრძალებოდათ, იმის მიუხედავად, რომ მსგავსი რამ ადგილობრივ კანონში მითითებული არ იყო. 2018 წლამდე საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერი ქვეყანა იყო, სადაც მსგავსი დე-ფაქტო აკრძალვა არსებობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე