ტრამპის პრეს-მდივანი სარა სანდერსი რესტორნიდან გააძევეს

საქართველო, თბილისი - 10:52 | 25.06.2018
ნანახია: 749

თეთრი სახლის პრერს-მდივანი სარა სანდერსი რესტორნიდან ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკის გამო გააძევეს.

ვირჯინიის შტატის ქალაქ ლექსინგტონში დაწესებულების მფლობელმა სტეფანი უილკინსონმა სანდერსსა და მის ოჯახს მოსთხოვა რესტორნის დატოვება. ამ ფორმით მან თავისი უკმაყოფილება გამოხატა ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების მიმართ.

სტეფანი უილკინსონი დარწმუნებულია, რომ სანდერსი მუშაობს არაადამიანური და არაეთიკური ადმინისტრაციისთვის. მან Washington Post-ს განუცხადა, რომ თანამშრომლებთან შეთანხმების შემდეგ ტრამპის პრეს-მდივანს მომსახურებაზე უარი უთხრა.

ბოლო დროს აშშ-ის ხელისუფლება მექსიკის საზღვარზე  მიგრანტი ბავშვების მშობლებისგან განცალკევების გამო მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ სასხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ამ გადაწყვტილებამ გამოიწვია ის, რომ მაისსა და ივნისში  2300 ბავშვი მშობლებს დააშორეს, რასაც მთელს მსოფლიოში დიდი  გამოხმაურება მოყვა.

საერთაშორისო აღშფოთებამ შედეგი გამოიღო და დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა ბრძანებას მიგრანტი ოჯახების განცალკევების აკრძალვის შესახებ. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია იმ 2300 ბავშვის ბედი, რომლებიც სხვადასხვა სპეციალურ დაწესებულებაში არიან მოთავსებულნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე