ლიბიის სანაპიროებთან 458 მიგრანტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 25.06.2018
ნანახია: 645

ლიბიის სანაპირო დაცვამ 458 მიგრანტი გადაარჩინა ორი ოპერაციის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე.

პირველი ოპერაციის დროს მაშველებმა ქალაქ ელ-ჰომსის სიახლოვეს 362 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 88 ქალი და 44 ბავშვი. მეორე ოპერაციის შედეგად ქალაქ ზლიტენთან კი 97 მიგრანტი, მათ შორის 22 ქალი და 26 ბავშვი გადაარჩინეს.

გადარჩენილები ტრიპოლში სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ლტოლვილების დროებით თავშესაფარში მოათავსეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე მიგრანტების რაოდენობამ, რომლებიც ზღვის მეშვეობით ევროპაში მოხვედრას ცდილობენ, 41 ათასი ადამიანი შეადგინა. ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა 960 მიგრანტი.

გასულ წლის ამავე პერიოდში ევროპის სანაპიროებთან 85 ათასმა ადამიანმა მიაღწია, 2133 მიგრანტი კი ზღვაში დაიხრჩო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე