ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 10:14 | 25.06.2018
ნანახია: 696

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს.

ხმის მიცემის წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 59 პროცენტი მოაგროვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა მუჰარემ ინჯემ - 27 პროცნეტი. 7,5 პორცენტით მესამე ადაგილს შს ყოფილი მინისტრი მერალ აქშენერი იკავებს.

ერდოღანის მმართველი პარტია „სამართლიანობა და განვითარება“ ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებში იმარჯვებს. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართა.

წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ ხმათა 56 პროცენტი მიიღო, სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ 25,85 პროცენტი, მესამე ადგილს ხდემოკრატიული პარტია იკავებს- 8,4 პორცენტით, ყველა დანარჩენმა პარტიამ კი ამომრჩეველთა ხმების 1,9 პროცენტი მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე