ბევრი შეკითხვა მაქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 15:32 | 22.06.2018
ნანახია: 924

"ბევრი კითხვა მაქვს საქმესთან და გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს არ არის პერსონალური კითხვები, ესენია იურისტის კითხვები, რომელიც ჩნდება საქმის დეტალებიდან გამომდინარე. ყველა ამ კითხვას აუცილებლად დავსვამ ყველა იმ პირთან, რომელიც მოწვეული იქნება კომისიის სხდომაზე", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება პარლამენტში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას, ბესელიას თქმით, ჯერ საქმეზე კონკრეტული დასკვნების გაკეთება ნაადრევია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე