მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალი სამ პირს წარედგინა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 22.06.2018
ნანახია: 909

თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა. აღნიშნული პირები კომპანიების „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.

მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი  მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

 ოფიციალური ინფორმაცია და რა მუხლებით წარედგინათ ბრალი პირებს, ჯერ არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე