მწერალ ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის ცენტრში ჰომოფობიური განცხადებებით თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 14:54 | 22.06.2018
ნანახია: 945

მწერალ ზურაბ აბაშიძეს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც დაზარალებული ჰყვება, უცნობი პირი მას ჰომოფობიური განცხადებებით დაესხა თავს და ფიზიკურადაც გაუსწორდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ მოხდა. აბაშიძემ დამხარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. როგორც ის ამბობს, პოლიციელებმა დაზარალებულ მოქალაქეს ურჩიეს, განცხადება არ დაეწერა და არც თავდასხმის ჰომოფობიური შინაარსისთვის გაესვა ხაზი.

ზურაბ აბაშიძე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. 

„საპატრულოში რომ მოვედი, თავიდანვე იგრძნობოდა ძალიან ისეთი განწყობა საპატრულოს თანამშრომლების მხრიდან, უნდოდათ, რომ არ დამეწერა განცხადება და შემოვფარგლულიყავი გაფრთხილებით, ოღონდ ვერაფრით ვერ გავარკვიე, ეს გაფრთხილება რას მოიცავდა. შემდეგ ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა იმისთვის, რომ დამეწერა ჩემს ჩვენებაში, რომ ეს იყო ჰომოფობიურ ნიადაგზე და არ იყო გაურკვეველი მიზეზი ჩემთვის. მე ასეთი აზრი გამოტანე, რომ, ალბათ, დაეზარათ საქმის გამოძიება. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს რა კამერებიც არის საპატრულოში გუშინ ასე გამიცხადეს, რომ ესენი 112-ის კამერებია და არ ფუნქციონირებსო,“ - განაცხადა მწერალმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე