რობოტი რესტორნის მომხმარებლებს ბურგერებით უმასპინძლდება (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:42 | 22.06.2018
ნანახია: 873

სან-ფრანცისკოში გაიხსნა ბურგერ-კაფე Creator-ი, სადაც კერძების მომზადებით სპეციალური რობოტები არიან დაკავებულნი. მათი გამოყენება რესტორნის მფლობელებს დაბალი ფასების შენარჩუნებაში ეხმარება. ვიდეო youtube-ზე გავრცელდა.

ბურგერების დამზადებაში მანქანა-დანადგარია პასუხისმგებელი, რომელიც სპეციალური კონტეინერებისა და მექანიზმების დახმარებით მუშაობს.  მანქანის გამოყენება იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მკაცრად იყოს დაცული რეცეპტი და ბურგერების ერთნაირი ზომა. „შეფ-მზარეულის“ შიგთავსში არის 20 მინი-კომპიუტერი, 50 მექანიზმი და 350 გადამცემი.

რესტორანში კიდევ რამდენიმე ადამიანი მუშაობს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ წესრიგს, მანქანაში ტვირთავენ ინგრედიენტებსა და მომხმარებლებს ბურგერებს აძლევენ. Creator-ის მფლობელის თქმით, რესტორანი იყენებს ახალ და ხარისხიან პროდუტქებს. რობოტის წყალობით, რესტორანში ბურგერი 5-6 დოარად იყიდება, მაშინ როცა სხვა რესტორნებში ის 10-12 დოლარი ღირს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რობოტები მზარეულებს ცვლიან. ბოსტონის ერთ-ერთ რესტორანში რობოტები დამოუკიდებლად ამზადებენ წვინიანსა და სხვა კერძებს. კალიფორნიაში გაიხსნა კაფე, სადაც რობოტი-ბარისტა საათში 120 ჭიქა ყავას ამზადებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე