გერმანიის მცხოვრებთა 40 პროცენტზე მეტი მერკელის გადადგომის მომხრეა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 22.06.2018
ნანახია: 765

 

გერმანიის მოქალაქეებს ერთიანი აზრი არ აქვთკანცლერ ანგელა მერკელის გადადგომასთან დაკავშირებით. მათი აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპოდენტთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ მერკელმა  თავისი პოსტი უნდა დატოვოს, 42 პროცენტი კი მის მუშაობას დადებითად აფასებს და კანცლერის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამასთან გამოკითხულთა 15 პროცენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გამოკითხულთა 30 პროცენტი შიშობს, რომ სამთავრობო კოალიცია შესაძლოა დაიშალოს არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თავის მხრიც 45 პროცენტი დარწმუნებულია, რომ კოალიციას უახლოეს ხანებში არაფერი ემუქრება.

ამასთან გერმანიის მცხოვრებთა ნახევარი ამტკიცებს, რომ სამთავრობო კოალიცია სავარაუდოდ  ვერ გაძლებს  მომდევნო არჩევნებამდე, რომელიც 2021 წელს არის დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე