კლუბ „ბასიანში“ შსს-ს მიერ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:06 | 22.06.2018
ნანახია: 810

ღამის კლუბ „ბასიანში“ შინაგან საქმეთა სამინისტრო შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი ავრცელებს. 

„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია.  როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა“, - აცხადებს გელბახიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, "ჯი-ეიჩ-ენს"განუცხადეს, რომ კლუბში ჩხრეკა არ მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ორივე მხარის შეთანხმებით გარკვეული დოკუმენტების ამოღება ხდება და შესამისი ოქმი გაფორმდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე